<ფასიანი ქაღალდების სპეციალისტის კურსი> „UG BB-Capital” - ის პროგრამით


„ფასიანი ქაღალდების სერტიფიცირებული სპეციალისტი თქვენს კომპანიაში!“


UG BB-Capital” - ის სპეციალიზირებული კურსი ითვალისწინებს ისეთი რანგის სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ - ფასიანი ქაღალდების გამოყენებით:

  • კომპანიებისათვის საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას
  •  საინვესტიციო პროექტების და ინვესტიციების პროფესიონალურ შეფასებას
  •  კაპიტალის ბაზარზე ოპერაციების განხორციელებას და ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებას
  • კომპანიის პარტნიორებს (მეწილეებს) და აქციონერებს შორის, ფინანსური და იურიდიული ურთიერთობების ოპტიმიზაციას
  • საფინანსო რისკების მართვის მექანიზმების გამოყენებას
  • აქციების და კომპანიის (ბიზნესის) საინვესტიციო ღირებულების დადგენას
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების რესტრუქტურიზაციას და ფასიან ქაღალდებში კონვერტირებას
  •  გაყიდვების სტიმულირების მიზნით - „მარკეტინგული აქციონირების“ პროექტის განხორციელებას


მოცემული უნიკალური კურსი (12 ლექცია - 24 აკ. საათი) შედგენილია „საფონდო ოპერაციების სპეციალისტის - საკვალიფიკაციო კურსის საფუძველზე და სრულიად ადაპტირებულია საქართველოს საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზასთან.


ამასთან ერთად კურსის მონაწილეებს ჩაუტარდებათ - ფასიანი ქაღალდებთან (და კერძოდ აქციებთან) ოპერაციების წარმოების - საფონდო ბროკერის კვალიფიკაციით ტესტირება და ობლიგაციური დილერის საკვალიფიკაციო გამოცდა.

კომპანიაში ფასიანი ქაღალდების სპეციალისტი, ეს არის პირველ რიგში:

 - კომპანიის კაპიტალიზაციის გაზრდა

- კვალიფიციური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება

- ფინანსური რისკების მართვა

და შედეგად - კომპანიის მიერ, შემოსავლების ზრდასთან ერთად - კონკურენტული უპირატესობების მოპოვება.



ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი!

ფასიანი ქაღალდებთან ოპერაციების წარმოების სპეციალიზაციის ასათვისებლად, არ არის სავალდებულო ეკონომიკური განათლების ქონა - ჩვენ ვასწავლით „სუფთა ფურცლიდან“!

კურსის ღირებულება - $ 500 (ექვივალენტი ლარში)



კურსის პროგრამა:
  • ფასიანი ქაღალდების ტიპები (აქციები / ობლიგაციები)
  • საფონდო ბაზრის ინფრასტრუქტურა
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის ნორმატიული ბაზა
  • ფასიანი ქაღალდების ემისიის (გამოშვების) მოზამზადებელი ეტაპები
  • ფასიანი ქაღალდების ემისიის (გამოშვების) პროცედურები
  • ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის შედგენა
  • საინვესტიციო წინადადების მომზადება
  • ფასიანი ქაღალდების შეძენის ეტაპები
  • ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის რეესტრის წარმოება
  • რეალური ოფციონი
  • საინვესტიციო პროექტების შეფასება და ინვესტიციების ანალიზი
  • აქციების ნომინალური - საინვესტიციო - საბაზრო ღირებულებები
  • ობლიგაციების შემოსავლიანობის გამოთვლა (პროცენტიანი / დისკონტური)
  • ფასიანი ქაღალდების საინვესტიციო შეფასების 3 პარამეტრი
  • კომპანიების შერწყმა და გაყოფა
  • სავალუტო რისკების მართვის მეთოდები
  • პრაქტიკული ქეისები
  • ტესტირება

საყურადღებოდ!

2019 წლის 20 იანვრამდე კურსზე რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ სწავლის საფასურის 20%-ს !!!

საკონტაქტო ინფორმაცია: 

ტელ.       558 20 07 46 / 593 66 72 18 / 557 000 706 

E-mail: infobbcapital72@gmail.com








Comments

Popular posts from this blog

ტრეიდერის პროფესია "UG BB-Capital" - ის საშუალებით!

ის, რაც ფინანსურად გააძლიერებს თქვენს კომპანიას!