ის, რაც ფინანსურად გააძლიერებს თქვენს კომპანიას!

როგორ შეიძლება გაიზარდოს კომპანიის კაპიტალიზაცია ფასიანი ქაღალდების გამოყენებით?!

რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს რეალური ეკონომიკის სეგმენტი, ანუ საშუალო და მცირე ბიზნესის კომპანიები და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდენ ისინი?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ეს არის - საინვესტიციო კაპიტალის ქრონიკული დეფიციტი!

დღეს ნაწილობრივ ხელმისაწვდომია მხოლოდ საბანკო სესხი, რომლის მომსახურეობის პირობები არის საკმაოდ ხისტი, მოუქნელი და ძვირი...

მოკლედ საბანკო სესხით ბიზნეს ვერ განავითარებ, ის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა!

საბანკო სესხი და ზოგადათ სასესხო კაპიტალი არის მძიმე ტვირთი და აქსიომაა ის, რომ კომპანიის განვითარებისათვის სასესხო კაპიტალის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი!


რა გამოსავალი რჩებათ კომპანიებს?

ნათქვამია, რომ მიუღებელი შემოსავალი - ეს იგივე დანაკარგებია...
არადა, როგორ გინდა გაზარდო გაყიდვები, დანერგო თანამედროვე ტექნოლოგიები, განავითარო მარკეტინგული კომუნიკაციები მოზიდული კაპიტალის გარეშე?!

მაშ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ნებისმიერი ზომის კომპანიამ და მათ შორის Start-Up-პროექტმა მოიზიდოს გრძელვადიანი, შედარებით იაფი და საკმარისი ოდენობის კაპიტალი?

პასუხი მარტივია!

პოტენციური ინვესტორის დაინტერესება და ნდობა!



ინვესტორი შეიძლება დაინტერესდეს:
  • კომპანიის პერსპექტივებით
  • კომპანიის მიერ ინიცირებული პროექტის უნიკალურობით
  • ფასიანი ქაღალდების ეკონომიკური პარამეტრებით
საერთოდ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში, ინვესტორის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ახდენს სამი ძირითადი ფაქტორი: 


იცით რაში მდგომარეობს პარადოქსი?

პარადოქსია იმიტომ, რომ სამივე ფაქტორი ერთად ბუნებაში არ არსებობს და ინვესტორი იძულებულია დათმოს ერთ-ერთი!

ერთი საყურადღებო მომენტი!

ინვესტორისათვის ძალიან მოუხერხებელია ე.წ. - შ.პ.ს. - ში (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში) ინვესტირება, იმდენად რამდენადაც ბიზნესიდან "გამოსვლა" ამ შემთხვევაში - გართულებულია პროცესია!

ამიტომაც არის, რომ სააქციო საზოგადოების აქციების შეძენის გზით ინვესტირება წარმოადგენს ინვესტიციების ყველაზე ოპტიმალურ ფორმატს.



რა ნაბიჯები უნდა გადადგას კომპანიამ იმისათვის, რომ მოამზადოს და გამოუშვას ფასიანი ქაღალდები საინვესტიციო კაპიტალის მოსაზიდათ?

უნდა აიყვანოს, ან მოამზადოს (უკვე არსებული კადრებიდან) - ფასიან ქაღალდებტან ოპერაციების წარმოების სპეციალისტი, რომელიც შეძლებს:
  • კომპანიის საფინანსო ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებტან მიყვანას;
  • საინვესტიციო პროექტების პარამეტრების დადგენას;
  • სააქციო კაპიტალის სტრუქტურის მოდელის შემუშავებას;
  • ფასიანი ქაღალდების მაჩვენებლების განსაზღვრას;
  • ფასიანი ქაღალდების საემისიო დოკუმენტაციის მომზადებას და აღრიცხვის რეესტრის წარმოებას;
  • პოტენციურ აქციონერებისათვის პრეზენტაციის წარმოდგენას და კონსულტაციების გაწევას;

კი, მაგრამ სად შეიძლება მომზადდეს ესეთი პროფილის სპეციალისტი?

საბედნიეროთ დღეს უკვე არსებობს ფასიანი ქაღალდების სპეციალისტის მომზადების პროგრამა "UG Bullish&Bearish Capital" - ის სპეციალიზირებული კურსის საშუალებით!

ინფორმაცია აქ არის:











რამდენად უღირს კომპანიას ესეთი კლასის სპეციალისტის მომზადებაში თანხის გადახდა?



საქმე იმაში გახლავთ, რომ ჯობია კომპანია იყოს ყოველთვის მზად ინვესტიციების მოსაზიდათ და არ ელოდოს "ჯადოსნურ" ინვესტორს...

და რომც გამოჩნდეს ესეთი ინვესტორი (რაც ნაკლებად სავარაუდოა, კომპანიის საინვესტიციო პოზიციონირების გარეშე) - არაკვალიფიციურად და ნაჩქარევად მომზადებულმა საინვესტიციო წინადადებამ, დიდი ალბათობით "დააფრთხობს" ინვესტორს და კომპანია დაკარგავს განვითარების და დამატებითი მოგების მიღების შესაძლებლობას!



არჩევანი ყოველთვის არსებობს და როგორიც იქნება ეს არჩევანი - ისეთი იქნება კომპანიის (ბიზნესის) მომავალი!

წარმატებები კარგ საქმეებში!
























Comments

Popular posts from this blog

ტრეიდერის პროფესია "UG BB-Capital" - ის საშუალებით!

<ფასიანი ქაღალდების სპეციალისტის კურსი> „UG BB-Capital” - ის პროგრამით